Sunday, March 26, 2017

მეცხრე დღე

ინტელის აღნიშნული ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.გამოვიმუშავეთ ტექნოლოგიების ფლობის აუცილებელი უნარ-ჩვევები.გავაანალიზეთ რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა პროექტით სწავლება.
ტრენერიმა სრულყოფილად შეძლო მოეწოდებინა კურსით გათვალისწინებული მასალა.
მადლობა ქალბატონ ხათუნას მიზადასახული და ძალიან საინტერესო ტრენინგისთვის.

Saturday, March 25, 2017

მერვე დღე

კურსის მერვე დღე საკმაოდ საინტერესო იყო.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.ვიმუშავეთ სახელმძღვანელოში მეექვსე მოდულში.ვიმუშავეთ კითხვებზე რას ვაკეთებთ სუსტ და ძლიერ მოსწავლეებთან.კითხვები შევიტანეთ სასწავლო პროექტის შაბლონში.

Sunday, March 19, 2017

მეშვიდე დღე

კურსის მეშვიდე დღე დაიწყო მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაციების განხილვით.წარმოვადგინეთ პრეზენტაცია და გავაკეთეთ ურთიერთშეფასება,მივიღეთ უკუკავშირი როგორც კოლეგებისგან ,ასევე ტრენერისგანაც.მან საკმაოდ საინტერესოდ და დეტალურად შეაფასა ჩვენი პრეზენტაცია და მკაფიოდ დაგვანახა სუსტი მხარეები.ვიმუშავეთ  პროექტის განსახორციელებელ  აქტივობებზე ,გავწერეთ ეს აქტივობები პროექტის გეგმაში.
მადლობა ქალბატონ ხათუნას ყოველი საინტერესო დღისთვის.

Tuesday, March 14, 2017

მეექვსე დღე

კურსი მეექვსე დღეს შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ვიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონზე.აღნიშნული დოკუმენტები დაგვეხმარება პრეზენტაციის სტრუქტურა წარვმართოთ სწორად.

Sunday, March 12, 2017

მეხუთე დღე

კურსის მეხუთე დღე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო.გავაკეთეთ კომენტარები ბლოგებში.ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე.განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია,გავაკეთეთ შეფასების ჩეკლისტი.ავტვირთეთ საქაღალდეებში.მივიღეთ საშინაო დავალება.
გმადლობთ ქალბატონო ხათუნა ყოველი საინტერესო დღისთვის.

Saturday, March 11, 2017

მეოთხე დღე

კურსის მეოთხე დღეს გავეცანით მიზნების შეტანას პროექტის გეგმაში.ვიმუშავეთ სახელმძღვანელოში-მიმართულების მიმცემი კითხვების შესახებ.გავეცანით ზოგად თემატურ და შინარსობრივ კითხვებს.შევადგინეთ კითხვები ჩვენი პროექტის ირგვლივ.ვიმუშავეთ ღრუბლებში.გავუზიარეთ ერთმანეთს და ტრენერს ჩვენი კითხვები. დღე საკმაოდ საინტერესო და შინაარსობრივი იყო.მადლობა ქალბატონ ხათუნას მრავალფეროვანი და საკმაოდ დატვირთული დღისთვის.

Sunday, March 5, 2017

მესამე დღე

კურსის მესამე დღეს გავიხსენეთ წინა ორი კურსი.შევქმენით ელექტრონული ბუკლეტი.გავეცანი  ახალ საიტს.ეროვნული საწავლო გეგმის პორტალი.ncp.ge.სადაც ვისწავლეთ როგორ მოვძებნოთ ჩვენი საგნის სტანდარტები და ინდიკატორები ,ვისწავლეთ როგორ გადმოვიტანოთ ისინი ჩვენს გეგმაში.მივიღეთ საშინაო დავალება-დავწეროთ მიზანი ჩვენი პროექტის სტანდარტებიდან გამომდინარე.